Facebook-ი სერიალს იღებს, რომელშიც მთავარ როლს კეტრინ ზეტა-ჯონსი შეასრულებს

კეტრინ ზეტა-ჯონსმა facebook-თან კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ის სოციალური ქსელის მიერ გადაღებულ სერიალში, Queen America -ში მთავარ როლს შეასრულებს.

სერიალის პირველი სეზონი 10 ეპიზოდიანი იქნება და მისი ხანგრძლივობა ერთი საათია.

Facebook-მა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ საკუთარი სერიალების გადაღებას იწყებდა, რომლის თითო ეპიზოდშიც მინიმუმ $3 მილიონს ჩადებდა.

პროექტი უკვე საწყის ეტაპზეა.

Facebook -ი აპირებს, ამაზონისა და ნეტფლიქსის მსგავსი პლატფორმა შექმნას ვებ-სერიალებისათვის.

">