,,ევროპული საქართველოს ინიციატივის თანახმად, საქართველო უნდა დაიყოს 23 სამმანდატიან და 1 ოთხმანდატიან ოლქად’

ჩვენ გვინდა, რომ 2020 წელს კონსტიტუციის შეცვლის გარეშე მაინც მივაღწიოთ იმას, რომ ოდნავ მაინც გავაუმჯობესოთ, შეჯიბრებითობა და  ოპოზიციის შესაძლებლობები მეტი იყოს არჩევნებზე – ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა პარტიის საარჩევნო ინიციატივასთან და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შესახებ

,,ევროპული საქართველოს ინიციატივის თანახმად, საქართველო უნდა დაიყოს 23 სამმანდატიან და 1 ოთხმანდატიან ოლქად. ოლქების ამ პრინციპით დაყოფა საშუალებას იძლევა არჩევნებზე მიღებული მანდატები გადანაწილდეს შემდეგნაირად: პირველი და მეორე მანდატი მიენიჭება პირველი ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს. მესამე მანდატის მინიჭება კი მოხდება უდიდესი ნაშთის პრინციპით პირველი და მესამე შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტების კანდიდატებს შორის. პირველ ადგილზე გასული პარტიის შემთხვევაში ნაშთი გამოითვლება მიღებულ ხმებს გამოკლებული ერთიმანდატის მოპოვებისათვის საჭირო ხმების რაოდენობა,’’ – განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავას განცხადებით, ეს საარჩევნო სისტემა უფრო მეტად სამართლიანი და ადექვატური იქნება, ვიდრე ამას დღეს გამოხატავს საქართველოს პარლამენტი.

">