“ევროპული საქართველო” სწორედ იმ მოდელს გთავაზობთ, რომლითაც ჩინჩალაძის კლანი ვერავის ვერ დაბლოკავს

საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურებთან დაკავშირებით,  „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე იმსჯელეს.

ოპოზიციური პარტიის მიერ მომზადებულ ინციატივის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები შერჩეულები და დასახელებულები უდა იყვნენ სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ასევე არამოსამართლე წევრების მხრიდან. ამის შემდეგ კი პროცესმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის თქმით, მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშრებით სრული პასუხისმგებლობა პარლამენტმა უნდა აიღოს.

„ევროპული საქართველო სწორედ იმ მოდელს გთავაზობთ, რომლითაც ჩინჩალაძის კლანი ვერავის ვერ დაბლოკავს. იცით, როგორი რეალობა გექნებათ – პარლამენტში თქვენ წარმოგედგინებათ ჩინჩალაძის კანდიდატურაც, გვირიტიშვილის კანდიდატურაც, მიქაუტაძის კანდიდატურაც და ჯანეზაშვილის და დოლიძის და გელაშვილის კანდიდატურებიც. არავინ არაფერს არ დაგიბლოკავთ,“ – ამბობს ოთარ კახიძე.

პარლამენტი დღეიდან იმ სამი კანონპროექტის განხილვას იწყებს, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურებია გაწერილი.

ერთი დოკუმენტი ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის 6-მა დეპუტატმა მოამზადეს, მეორე კანონპროექტის ავტორები, ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები არიან, მესამე პროექტი კი “ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის.

">