ევროპარლამენტარი კლერ ვუდი მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს

ევროპარლამენტარი კლერ ვუდი მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს. ბრიტანელი დეპუტატის განცხადებით, ევროპის პარლამენტი ამ საქმის მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავს. კლერ ვუდი იმედოვნებს, რომ დემირელის სკოლის ყოფილ მენეჯერს გაათავისუფლებენ და ის დაუბრუნდება სკოლასა და მის ოჯახს.

„მთავარი მიზეზი, რის გამოც მე აქ ვარ, ბუნებრივია ჩაბუქის საქმეა. ევროპის პარლამენტი ამ საქმის მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავს და ჩვენ გვსურს ვნახოთ გათავისუფლებული ემრე ჩაბუქი. ჩემი აქ სტუმრობა მხარდაჭერაა და ერთგვარი დემონსტრირება, რომ სამართლის პრინციპები დაცული უნდა იყოს. იმედია, რომ ეს საკითხი ევროპული ღირებულებების შესაბამისად გადაწყდება, მე ვიცი, რომ საქართველო ამ ღირებულებების ერთგულია და  ბატონ ჩაბუქს გათავისუფლების შანსი აქვს. ჩემი აზრით ის აქ დარჩება და დაუბრუნდება სკოლასა და მის ოჯახს“,-განაცხადა კლერ ვუდმა.

/</a></iframe>