მედია: ევროკავშირი რუსული დაზვერვის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს

ბრიტანული ხელისუფლება ევროკავშირს მოუწოდებს, შემოიღოს სანქციები რუსეთის გენერალური შტაბის, გრუ-ს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს კვირებში მიიღებენ. ამის შესახებ გაზეთი The Times-ი წერს.

სანქციების ქვეშ მოხვედრილ რუსებს შესაძლოა აუკრძალონ ევროკავშირის ზონაში შესვლა, ხოლო მათი აქტივები გაიყინება. გაზეთის ცნობით, ლონდონს გერმანიის და საფრანგეთის მხარდაჭერა სჭირდება.

სავარაუდოდ, სანქციების გაფართოება სკრიპალების გახმაურებულ საქმეს უკავშირდება.რუსეთი ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლის შესახებ კანონს სრულყოფილად არ იცავს.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერიში ნერვული აგენტი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. სკრიპალის მოწამვლას თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა.

წყარო: imedinews.ge

/</a></iframe>