ესეთი კონფიგურაცია საბჭოში ქმნის იმის საფრთხეს, რომ იუსტიციის საბჭო მოსამართლეებთან მიმართებაში ფავორიტიზმის პრინციპით იხელმძღვანელებს”

მოსამართლეთა სადავო სიის ირგვლივ დაწყებული დაპირისპირება, რომელშიც უკვე ღიად ჩაერთნენ იუსტიციის საბჭოს წევრები, სულ უფრო მწვავდება.

საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის განცხადება, დეპუტატების ნაწილისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ იუსტიციის საბჭო პოლიტიზირებულია და ის ცვლილებებს საჭიროებს – ამ განცხადებით ფოფხაძემ მეთოფშვილს უპასუხა, რომელმაც მოსამართლეთა სიის წინააღმდეგი უმრავლესობის დეპუტატები სასამართლოს გაკონტროლების მცდელობაში დაადანაშაულა. მან დაასახელა კონკრეტული გვარებიც და თქვა, რომ ბესელიამ და გოგიჩაიშვილმა ვერ “გაუძლეს ცდუნებას, რომ სასამართლო გახადონ თავის ჯიბის სასამართლო. მეთოფიშვილი მოუწოდებს პარლამენტს, სადავო სია დაამტკიცოს.

“ესეთი კონფიგურაცია საბჭოში ქმნის იმის საფრთხეს, რომ იუსტიციის საბჭო მოსამართლეებთან მიმართებაში ფავორიტიზმის პრინციპით იხელმძღვანელებს, ვიღაცეებს დასჯის უსამართლოდ და ვიღაცეებს წაახალისებს უსამართლოდ იმ მიზნით, რომ მოსამართლეთა კორპუსი მართოს. ეს ჩემი აზრით არის ძალიან საშიში ტენდენცია,”-აცხადებს გედევან ფოფხაძე.

">