„ეს არის სახელმწიფოს დანაშული და სახელმწიფომ პასუხი უნდა აგოს, თუ არა და ხალხი რისთვის არის“

პანკისის ხეობაში აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. პანკისში აქციას შეუერთდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე. მაჩალიკაშვილების ოჯახი არ გამორიცხავს, რომ აქციები თბილისშიც გაგრძელდეს.

„დღევანდელი მიმართვა იქნება პირდაპირ ივანიშვილისთვის, აღიარონ ეს სახელმწიფო დანაშაული, იქნას აღიარებული თემირლანი უდანაშაულოდ და დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ამ ტერაქტში დამნაშავეები არიან. ეს არის სახელმწიფოს დანაშული და სახელმწიფომ პასუხი უნდა აგოს, თუ არა და ხალხი რისთვის არის, ვის მოჰყავს ხელისუფლება მთავრობაში“,-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.