ეს არის პუტინისტური ნარატივი – ბოკუჩავა არასამთავრობოების კრიტიკის გამო, წულუკიანს განმარტებებს სთხოვს

რუსული ნარატივი, რომელიც ქვეყანას აზარალებს – ასე აფასებს თეა წულუკიანის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით გაკეთებულ მწვავე განცხადებებს, ენმ-ს წევრი თინათინ ბოკუჩავა.

პარლამენტში, სადაც ამ წუთებში მინისტრის საათის ფარგლებში თეა წულუკიანს უსმენენ, ენმ-ს წევრმა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელს განმარტებები მოსთხოვა.

თინა ბოკუჩავა დაინტერესდა თეა წულუკიანის განცხადებები არის მთავრობის პოლიტიკა თუ შეცდომა, რომელიც მას წამოსცდა.

“პირველ რიგში მინდა გკითხოთ განმარტება იმასთან დაკავშირებით თუ რატომ აკეთებთ ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებს არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით მათშორის საერთაშორისო დონეზე. ალბათ გესმით, რომ ეს არის პუტინისტური ნარატივი. ავტოკრატიული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ნარატივი, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირები ღიად ესხმიან თავს მაღალი რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს. თქვენ ეს უბრალოდ ემოციურად წამოგცდათ და შეცდომად თვლით ამას თუ ეს თქვენი პოლიტიკაა, თქვენი ხელისუფლების პოლიტიკაა და პირადად თქვენი პოლიტიკაა არასამთავრობო ორგანიზაციებზე ასეთი ტიპის ზეწოლა და თავდასხმა, რომელზეც მათშორის საუბრობენ საერთაშორისო ორგანიზაციები მაგალითად “საერთაშორისო გამჭირვალობა-ბერლინი,”-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

">