„ერთი წუთით არ უშვებს, რომ მისი შვილი გარდაცვლილია“

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკის დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების განცხადებით, სტაბილურია, შეინიშნება დადებითი დინამიკა. მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ მისი შვილი გარდაცვლილია, ამის შესახებ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა.

„დოდო დღესაც არ ფიქრობს და ერთი წუთით არ უშვებს, რომ მისი შვილი გარდაცვლილია, სამწუხაროდ დღეს ან ხვალ ალბათ ეტყვიან და ძალიან დიდი შოკი მოელის“,-განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

დოდო გუგეშაშვილი გამოძიებამ გუშინ დაკითხა. დაკითხვა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცნობილი გახდა, რომ გუგეშაშვილსა და მის შვილს სავარაუდოდ დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა.