ერთი გარდაცვლილი და 8 დაშავებული – გერმანიაში ავტომობილი ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა

ქალაქ რექლინგჰაუზენში ავტომობილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე ადამიანების ჯგუფს დაეჯახა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 8 ადამიანი.

პოლიციის ინფორმაციით, სავარაუდოდ ამ ხერხით მანქანის მძღოლმა თვითმკვლელობის ჩადენა სცადა. თავად მძღოლი ავარიას გადაურჩა. ის დაზიანებული მანქანიდან, ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრეებმა გამოიყვანეს.

წყარო: რუსთავი2

">