ეროვნული გამოცდების სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები გამოქვეყნდა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტების საგრანტო კონკურსის ქულები საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

ასევე დასახელდა საგრანტო კონკურსზე სააპელაციო განაცხადების მიღების თარიღი.

სააპელაციო განაცხადები მიიღება 13 აგვისტოს 10:00 საათიდან 17 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge. სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური.