ერდოღანმა თურქეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

ერდოღანმა თურქეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. არჩევნები 2019 წლის ნოემბრის ნაცვლად მიმდინარე წლის 24 ივნისს ჩატარდება. ერდოღანის თქმით, არჩევნები საჭიროა, რათა მმართველობის ძველი სისტემა ბოლომდე აღმოიფხვრას. თურქეთი არჩევნების შემდეგ საპრეზიდენტო სისტემაზე გადადის.

„სირიაში და მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საჭიროა ახალი აღმასრულებელი სისტემა რათა გამოწვევებს უკეთ ვუპასუხოთ“, – განაცხადა სატელევიზიო მიმართვაში ერდოღანმა.

ერდოღანმა აღნიშნული გადაწყვეტილება ნაციონალისტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. მისი პარტია სწორედ ნაციონალისტებთან აპირებს ალიანსის ჩამოყალიბებას.

">