ერდოღანმა ჟურნალისტის მკვლელობაზე პაუსიხსმგებლობა საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებს დააკისრა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მწერლისა და ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგიმკვლელობაზე პაუსიხსმგებლობა საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებს დააკისრა. ამის შესახებ მან თურქეთის მმართველი პარტიის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ხაშოგის საკონსულოს ტერიტორია არ დაუტოვებია და ყველა ინფორმაცია და მტკიცებულება მიუთითებს, რომ ჟურნალისტი სასტიკი მკვლელობის მსხვერპლი გახდა.

ასევე, თურქეთის პრეზიდენტის ინფორამციით, ხაშოგის მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი გეგმით განხორციელდა.

საუდის არაბეთიდან ჩამოსულმა ჯგუფმა ხაშოგის მკვლელობამდე გამოკვლევა ჩაატარა ბელგრადის ტყეში, სტამბოლსა და იალოვას პროვინციაში. ვენის კონვენცია არავის აძლევს საშუალებას, რომ მსგავსი სასტიკი მკვლელობა საკონსულოს ტერიტორიაზე მოხდეს. მკვლელობა მოხდა საუდის არაბეთის საკონსულოში, მაგრამ საკონსულო თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და მკვლელობის საქმეზე 18 ეჭვმიტანილი სასამართლოს წინაშე სტამბოლში უნდა წარდგეს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანი გამოვიდა ინციატივით, რომ მსგავსი კრიტიკული გამოძიება ნეიტრალურმა და სამართლიანმა კომიტეტმა ჩაატაროს.

„საერთაშორისო მედიაში თურქეთის რეპუტაციის წინააღმდეგ შეთქმულების მცდელობები, ვერ შეგვაჩერებს, რომ ფაქტები ვიკვლიოთ. ყველამ, მკვლელობის ინსტრუქტორიდან დაწყებული, შემსრულებლით დამთავრებული, კაცობრიობის სინდისს უნდა უპასუხოს. ხაშოგის მკვლელობაზე უსაფრთხოებისა და დაზვერვის რამდენიმე ოფიცრის დადანაშაულება არ აკმაყოფილებს არც თურქეთს და არც საერთაშორისო თანამეგობრობას“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

">