ექსპერტების შეფასებით, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია და იგი საჭიროებს საავადმყოფოში გადაყვანას

მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველმა ისაუბრა. როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, დაქირავებული ექსპერტების შეფასებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია და სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში სათანადო მკურნალობა არ უტარდება.

ომბუდსმენის განმარტებით, მისმა უწყებამ, მამა გიორგის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის რეკონდაცია უკვე გასცა.

Image may contain: 1 person, standing„სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში ჩავრთეთ ორი სამედიცინო ექსპერტი. მათ შეისწავლეს მისი ჯანმრთელობის მდგომარება, ასევე დოკუმენტაცია და მამა გიორგი მამალაძე ადგილზე მოინახულეს, როგორ უტარდება მას მკურნალობა. ექსპერტებმა გასცეს დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე მათ განაცხადეს, რომ ადგილზე, მე-18 დაწესებულებაში არ უტარდება ის სამედიცინო დახმარება, რაც მას მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სჭირდება. მათი დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია, ის გადაიყვანონ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. მდგომარეობა შეფასებულია, როგორც რთული,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.  

შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში მკურნალობდა, მოგვიანებით კი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

">