ენძელა მაჭავარიანი: პირდაპირ ზიდანი გამახსენეთ, ბატონო პრემიერო!

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი პარლამენტში ნიკა მელიასა და გიორგი კვირიკაშვილს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

“უხ, შენ გენაცვალე”!!! პირდაპირ ზიდანი გამახსენეთ, ბატონო პრემიერო!!!”- წერს მაჭავარიანი “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და  “ნაციონალური მოძრაობის” ერთერთ ლიდერ ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა. პრემიერმა ნიკა მელიას აგინა.

დაპირისპირება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.