EMC საქალაქო სასამართლოს მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას სთხოვს

 

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, მისი მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას ითხოვს. EMC საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს  მიმართავს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პროკურატურისგან პასუხის მიღების ყველა გონივრული გზა ამოწურულია და საგამოძიებო უწყებიდან დუმილს კანონდარღვევად მიიჩნევენ.

EMC-ში თვლიან, რომ პროკურატურის თავდაპირველი მითითებები მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე უარის თქმის შესახებ კანონს ეწინააღმდეგება.

">