ელისაბედ მეორემ ილია მეორეს აღსაყდრებიდან მე-40 წლისთავი მიულოცა

მისმა უდიდებულესობა დედოფალმა ელისაბედ მეორემ, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა. წერილს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„მაქვს პატივი, გულთბილად მოგილოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებიდან მე-40 წლისთავი. დიდი სითბოთი ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას 2011 წელს, ლონდონში თქვენი ვიზიტისას. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ერებს შორის ურთიერთობები ღრმავდება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას“, – ნათქვამია ბრიტანეთის დედოფლის მისალოც წერილში, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

">