ეკა ბესელია პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და კობახიძეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ეკა ბესელია პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ ირაკლი კობახიძემ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

ბესელიას თქმით, არასწორი დასკვნების გამოტანის მთავარი მიზეზი ის არის, რომ აღნიშნული პროექტის ირგვლივ უმრავლესობის შიგნით მსჯელობა არ ყოფილა.

არასწორია ის ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ და არ იყო ცნობილი უმრავლესობისთვის ამ ინიციატივის მომზადების თაობაზე. მე ორჯერ დავაყენე მათ შორის ბოლო სხდომაზე საკითხი უვადოდ მოსამართლეთა გამწესების შეჩერებას დაუჭერდით თუ არა მხარს, იდეას დაეთანხმა ყველა.

“რაც შეეხება მეორე არგუმენტს, რომ ეს შეამცირებს მოსამართლეთა რაოდენობას ეს არ არის სწორი. იმიტომ რომ სამწუხაროდ უმრავლესობის შიგნით და უმრავლესობისა და ფრაქციის შიგნით რომ არ მოხდა ამ დრომდე პროექტზე მსჯელობა, აი ეს იწვევს ასეთ მსჯელობას,“-ამბობს ეკა ბესელია.

უკვე ცნობილია, რომ ეკა ბესელიას კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადო გამწესების 5 წლით შეჩერებას გულისხმობს, საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნება.

კობახიძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ მმართველმა პარტიამ შეაჩერა მოსამართლეთა ათკაციანი სიის განხილვა, აღნიშნულ საკითხზე დისკუსიამ არაჯანსაღი ხასიათი მიიღო. კობახიძე ამბობს, რომ ეკა ბესელიას მიერ არაკოსტიტუციური კანონპროექტი მომზადდა.

">