გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი – „ელიტ ელექტრონიქსი“

2018 წელიელიტ ელექტრონიქსისთვისწარმატებული წელი იყო როგორც გაყიდვების, ისე ახალი პროექტების მიმართულებით.

მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, რომლებიც გასულ წელს ბაზარზე არსებობდა, კომპანიამ საკმაოდ წარმატებით დახურა წელი. 2018 წელს შემცირდა განვადებების მაჩვენებელი, მაგრამ გაიზარდა ნაღდი ანგარიშსწორების მიმართულებით გაყიდვები, რომელმაც 30%-ს გადააჭარბა.

ელიტ ელექტრონიქსმა“ 2018 წელს გახსნა ახალი მაღაზია ხაშურში. ასევე, გახსნა „Elit Express“-ის მაღაზია „გლდანი მოლში“. შეგახსენებთ, რომ „ელიტ ექსპრესი“ არის „ელიტ ელექტრონიქსის“ ქსელი, რომელიც ორიენტირებულია წვრილი ტექნიკის რეალიზაციაზე. პირველი მაღაზია ქალაქ ბათუმში 2017 წელს გაიხსნა.

2018 წელი გამორჩეული წელი იყო კომპანიისთვის, რადგან მოხდა გერმანული სამზარეულოს ავეჯის ბრენდის „ნობილიას“ პრეზენტაცია საქართველოში. „ნობილია“ უკვე 5 წელია კავკასიის რეგიონში ოპერირებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი პოზიციონირება განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა საქართველოში და „ნობილიას“ გაყიდვებმა მთელი კავკასიის რეგიონში პირველივე წელს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აჩვენა, გახდა ლიდერი და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს უნიკალური კონცეფციის მაღაზიებს სთავაზობს, რაც საშუალებას აძლევს, მეტად კომფორტულ გარემოში შეარჩიოს და შეიძინოს სასურველი ტექნიკა. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „ელიტ ელექტრონიქსი“ პირველი მულტიბრენდული ტექნიკის მაღაზიათა ქსელია საქართველოში, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების შოურუმები.

ელიტ ელექტრონიქსი“ მრავალი წელია, ლიდერის პოზიციას იკავებს საქართველოს ტექნიკის ბაზარზე და საცალო გაყიდვებით ბაზრის თითქმის ნახევარს აკონტროლებს. კომპანია 2018 წლის განმავლობაში მასშტაბური აქტივობებით და მრავალფეროვანი კამპანიებით გამოირჩეოდა. სწორედ 2018 წელს მოხდა კომპანიის რებრენდინგი, ჩამოყალიბდა ბრენდის პლატფორმა და შეიცვალა ლოგო.

ელიტ ელექტონიქსს“ 2019 წელს საკმაოდ საინტერესო და ამბიციური გეგმები აქვს საცალო გაყიდვების ზრდისა და კომპანიის განვითარების მიმართულებით. კომპანია წლის ბოლომდე მომხმარებელს ინოვაციურ პროექტებს შესთავაზებს, როგორც ტექნიკის, ისე ახალი პროდუქტების მიმართულებით.

">