„დროა, საერთაშორისო საზოგადოებამ გააკეთოს მეტი მობილიზაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის თვალსაზრისით“

დროა, საერთაშორისო საზოგადოებამ გააკეთოს მეტი მობილიზაცია და მეტი კონცენტრირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის თვალსაზრისით, ამის შესახებ საპარლმენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ქართული მხარე მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, რომ დაუშვას ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლები და ის მისიები, რომლებიც სწორედ ამგვარი ფაქტების პრევენციაზე მუშაობენ.

„საპარლამენტო უმრავლესობა ვაპირებთ, რომ ინიცირება გავუკეთოთ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეციალურ რეზოლუციას, სადაც ჩვენ მოვითხოვთ ამ ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას, ვინაიდან უკვე ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ ანგარიშში ნათლად ჩანს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკი და საფრთხეები არის მაღალი და დროა, საერთაშორისო საზოგადოებამ გააკეთოს მეტი მობილიზაცია და მეტი კონცენტრირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის თვალსაზრისით. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან, რომ დაუშვას ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლები და ის მისიები, რომლებიც სწორედ ამგვარი ფაქტების პრევენციაზე მუშაობენ“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

">