დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა საფრთხეშია

ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ს ლიდერების შეხვედრა საფრთხეშია. როგორც BBC წერს, 12 ივნისს დაგეგმილი შეხვედრის წინ ჩრდილოეთ კორეააშშ-ს ხელმძღვანელობა გააკრიტიკა მისი განცხადებების გამო. საუბარია ძირითადად აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის ჯონ ბოლტონის განცხადებებზე, რომლის თქმითაც, ჩრდილოეთ კორეამ დახმარება ლიბიის მოდელით მიიღოს – დათმოს ბირთვული იარაღი და შემდეგ მიიღოს ფინანსური ხელშეწყობა.

ჩრდილოეთ კორეააშშ-ს ლიდერთან შეხვედრა ჯერ-ჯერობით არ გაუუქმებია. ასევე, არ გაუქმებულა დასავლური მედიისთვის დაგეგმილი ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში, სადაც ისინი ქვეყნის ბირთვული საგამოცდო პოლიგონი დახურვას გააშუქებენ.

როგორც BBC წერს, გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული განიარაღება შესაძლოა ლიბიის მოდელით მოხდეს. BBC-ის კორესპონდენტის თქმით, ცხადია, რომ ბოლტონს ჩრდილოეთ კორეაში უსმენდნენ და მათ არ მოეწონათ ეს განცხადება – ლიბიაში რეჟიმი დაემხო.

/</a></iframe>