დონალდ ტრამპის ყოფილ ადვოკატს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

დონალდ ტრამპის ყოფილ ადვოკატს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მაიკლ კოენი შეერთებული შტატების პრეზიდენტის გარემოცვის პირველი წევრია, რომელსაც განაჩენი სპეცპროკურორის რობერტ მალერის ხელმძღვანელობით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოუტანეს.

მას ფინანსურ დანაშაულსა და კონგრესისთვის ცრუ ჩვენების მიცემაში ედება ბრალი.

კოენმა ნიუ-იორკის სასამართლოში დანაშაული აღიარა, თუმცა მოსამართლეს ისიც უთხრა, რომ ამ ყველაფერს ტრამპის ბინძური საქმეების მოსაგვარებლად აკეთებდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით კოენი საპატიმროში 6 მარტამდე უნდა გამოცხადდეს. ტრამპის ყოფილ ადვოკატს ჯარიმის სახით 2 მილიონი დოლარის გადახდაც დაეკისრა.

კოენის განაჩენზე პრეზიდენტმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა, თუმცა ცნობილია, რომ ის ყოფილ ადვოკატზე ძალიან გაბრაზებულია.

ყარო: რუსთავი 2

">