მედია: ტრამპმა ღარიბ ქვეყნებს შეურაცხყოფა მიაყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ ოფისში გამართულ თათბირზე ღარიბ ქვეყნებთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელი კომენტარები გააკეთა. ამის შესახებ ამერიკულ მედიას თათბირზე დამსწრეებმა შეატყობინეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტრამპმა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჰაიტი, სალვადორი და აფრიკის რესპუბლიკები მოიხსენია როგორც „Shithole“ (განავლის ხვრელი): „რატომაა საჭიროა, რომ ამ „განავლის ხვრელებიდან“ ჩვენთან ჩამოდიოდნენ ადამიანები“, – ციტირებენ თათბირზე დამსწრეები აშშ-ს პრეზიდენტს.  ამ თათბირს კონგრესის წევრებიც ესწრებოდნენ ორივე პარტიიდან.

თათბირზე ამერიკელი კანონმდებლები და თეთრი სახლი იმიგრაციაზე საუბრობდნენ. ტრამპი შეხვედრაზე აცხადებდა, რომ აშშ-მ იმიგრანტები უნდა მიიღოს წარმატებული ქვეყნებიდან, მაგალითად ნორვეგიიდან.

„უფრო მეტი ჰაიტიელი რაში გვჭირდება? დააბრუნეთ უკან“, – ციტირებს ტრამპს Washington Post-ი.

გამოცემა ასევე წერს, რომ კანონმდებლები ტრამპის განცხადებით შოკირებულები იყვნენ. თავად თეთრ სახლში კი პრეზიდენტის ამ გამოთქმას არ უარყოფენ. როგორც პრესსპიკერმა რაჟ შაჰმა განაცხადა, პრეზიდენტი ტრამპი იბრძვის, რომ აშშ-ში შემოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანას სარგებელს მოუტანენ.

">