დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში ოფიციალურ ვიზიტით ჩავიდა. როგორც მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, ბრიტანეთი ახლა „მოვლენათა ეპიცენტრში“. ამ განცხადებაში ის ქვეყანის მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს გულისხმობდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ტრამპის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გამყარებას შეუწყობს ხელს. მანვე მოუწოდა დონალდ ტრამპს, რომ არ დაივიწყოს რუსეთის მტრული ქმედებები, როდესაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

დონალდ ტრამპი ტერეზა მეის გარდა დიდი ბრიტანეთის მონარქსაც შეხვდება.

/</a></iframe>