დოდო გუგეშაშვილს რამდენიმე საათში ძმის ოჯახში გადაიყვანენ

დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების ამბავს მეგობრები სასულიერო პირი მეშვეობით შეატყობინებენ. რამდენიმე საათში მას ძმის ოჯახში რეანომობილით გადაიყვანენ. დოდო გუგეშაშვილს სამედიცინო პერსონალთან ერთდ სამართალდამცველებიც გაყვებიან. ექიმები გუგეშაშვილის გადაყვანის რეკომენდაციას არ იძლევიან.

დოდო გუგეშაშვილის ძმის,  თამაზ გუგეშაშვილის განცხადებით, ის იმყოფებოდა ექსპერტიზის ბიუროში, მან აღნიშნა, რომ ნოდარ გუგეშაშვილს ჰქონდა ერთი გამჭოლი ჭრილობა, რამაც დააზიანა ორივე ფილტვი და საძილე არტერია.

„მეუფე შეატყობინებს, პატრიარქის წერილი უნდა იყოს, ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესად არის, მაგრამ მისი გადაადგილება ძალიან დიდი საშიშროებაა, უბრალოდ დოდოა და რომ არ ვუთხრათ გამორიცხულია.

ექსპერტიზის პასუხის გაცნობის უფლება მე არ მაქვს, მაგრამ გავიგე, რომ არის გამჭოლი ჭრილობა, რომელმაც ორივე ფილტვი, ხორხი და საძილე არტერია დააზიანა“,-განაცხადა თამაზ გუგეშაშვილმა.

/</a></iframe>