დოდო გუგეშაშვილი შვილის პანაშვიდიდან ღუდუშაურის კლინიკაში დააბრუნეს

დოდო გუგეშაშვილი ძმის სახლში გადაიყვანეს, სადაც მისი შვილის ცხედარია დასვენებული. მან შვილის პანაშვიდზე ერთი საათი დაჰყო, რის შემდეგაც ისევ ღუდუშაურის კლინიკაში დააბრუნეს. გუგეშაშვილს თან ახლდნენ ექიმები. როგორც ცნობილია, ის ხვალ შვილის დაკრძალვას დაესწრება.

მანამდე კი, კლინიკაში მივიდნენ დოდო გუგეშაშვილის მეგობრები და სასულიერო პირები, რომლებმაც მას შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს.
რაც შეეხება დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც დღეს ჟურნალისტებს ექიმმა ნიკოლოზ ქარცივაძემ განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია.

 

/</a></iframe>