დოდო გუგეშაშვილი აცხადებს, რომ თავდასხმა, რომელსაც მისი შვილი ემსხვერპლა, მის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, ყოფილი „მხედრიონელი“ დოდო გუგეშაშვილი აცხადებს, რომ თავდასხმა, რომელსაც მისი შვილი ემსხვერპლა, მის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი. გუგეშაშვილი თავდასხმას მის უკრაინაში ყოფნას უკავშირებს, როცა ის რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ უკრაინელებთან ერთად იბრძოდა.

„როდესაც 2017 წლის 29 ოქტომბერს მე დავბრუნდი ჩემს სამშობლოში უკრაინიდან, ოთხსაათ-ნახევარი მე თბილისის აეროპორტში შემიზღუდეს გადაადგილების უფლება და არავის აუხსნია, რატომ. ბატონმა გელა ნიკოლაიშვილმა ამის შესახებ ოფიციალურად ახლა, წინა დღეებში მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს. მივიღეთ შსს-დან პასუხი, ოღონდ არა ბატონი გიორგი გახარიასგან, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ ჯდება“,-განაცხადა გუგეშაშვილმა.

 

">