“დილით სცენარებს წერენ, წადი და იმართლე თავი მერე… ეს გინებაც მოსწონს ხალხს” – ივანიშვილი “რუსთავი2”-ს აკრიტიკებს

ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი თემა “ნაციონალური მოძრაობა” და მისი კრიტიკა იყო.

ივანიშვილმა საათნახევრიანი გადაცემის განმავლობაში პარტიის სახელი 57-ჯერ ახსენა.

„ქართული ოცნების“ ლიდერის დარტყმის კიდევ ერთი მთავარი ობიექტი ტელეკომპანია “რუსთავი2“-ი აღმოჩნდა.

ბიძინა ივანიშვილმა სამაუწყებლო კომპანია “სიცრუის ტირაჟირებაში“ რამდენჯერმე დაადანაშაულა, თუმცა პარტიის თავმჯდომარეს გადაცემის მსვლელობისას არგუმენტები არ წარმოუდგენია.

„ამ ბოლოს რაც მოსდის „რუსთავი2“-ს ფაქტების ძიებაში აღარ არიან. დილით სცენარებს წერენ, წადი და იმართლე თავი მერე როგორც გინდა. მათ ჰყავთ თავის მრევლი, ისინი ამათ უყურებენ, ეს გინებაც მოსწონს ხალხს, სად ჩავიდნენ.

“გამოდის მერე რაღაც პატარა შალვა რამიშვილი ან ვინმე „Post,tv“-ში ამას გასცემს პასუხს იქ მაყურებლების რაოდენობა შედარებით ცოტაა და შედეგს ღებულობენ. შესაბამისად ეს კითხვა, რაც აღიძვრის, რომ ნაციონალები მე ავირჩიე. ნაციონალები არის ეს ჩვენი უბედურება, რომ იმდენად ღარიბია პოლიტიკური ისტებლისმენტი, რომ, სხვა ძალა ვერ ახერხებს აღორძინებას, რამეთუ ისევ ოპოზიციურ სპექტრში დომინირებს, ჩვენგან წაგლეჯილი ფული აქვთ ისევ, ჩვევებიც აქვთ და იციან და გუნდია დიდი, ტელევიზიაც აქვთ, ნამუსი არ აქვთ და ისევ სიცრუეზე აძლევენ დაპირებებს მოსახლეობას,“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

">