ლეონარდო დიკაპრიო ტარანტინოს ახალ ფილმში ითამაშებს

ლეონარდო დიკაპრიო კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში ითამაშებს. დიკაპრიო  ფილმში ხანდაზმული, უმუშევარი მსახიობის როლს შეასრულებს. ინფორმაციას The guardian ავრცელებს.

მსახიობმა და რეჟისორმა ერთმანეთთან ბოლოს 2012 წელს, Django Unchained- ის გადაღებებისას ითანამშრომლეს.

ტარანტინოს ახალ ფილმთან დაკავშირებით ბევრი დეტალი გახმაურებული არ არის.  ცნობილია, რომ სიუჟეტი 1969 წელს ვითარდება, როდესაც “მენსონის ოჯახის” ლიდერმა, სერიულმა  მკვლელმა  ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს უბრძანა, ლოს-ანჯელესის გარეუბანში მდებარე სახლზე იერიში მიეტანათ. მენსონის დავალებით, სახლის მცხოვრებლები დახოცეს, მათ შორის იყო მსახიობი შერონ ტეიტი, რეჟისორ რომან პოლანსკის ორსული ცოლი.

ფილმს Sony გადაიღებს. მისი გამოსვლის თარიღად კი 2019 წლის 9 აგვისტო დასახელდა. ეს თარიღი  შერონ ტეიტის მკვლელობის 50-ე წლისთავს ემთხვევა.