დღეს, საქართველოს ლიტვის პრემიერმინისტრი ეწვევა

დღეს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტილიტვის პრემიერმინისტრი საულიუს სკვერნელისი ეწვევა. 29 იანვარს ლიტველ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს. 09:40 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კვირიკაშვილი საულიუს სკვერნელისს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. 11:15 საათზე პრემიერმინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ლიტვის პრემიერის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

30 იანვარს ლიტვის პრემიერმინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, ასევე – ეწვევა დროებით იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ფრეზეთში.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის პრემიერმინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს. საულიუს სკვერნელისის ვიზიტის პროგრამა კულტურულ ნაწილსაც მოიცავს. ლიტვის პრემიერი საქართველოში სტუმრობისას ძველ თბილისსა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.

">