DevOps-ის სამაგისტრო პროგრამა მათთვის, ვისაც ტექნოლოგიების სფეროში ცოდნის გაღრმავება სურს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი IT სფეროთი დაინტერესებული როგორც დამწყები, ისე გამოცდილი სპეციალისტებისთვის შესაძლებლობების შეთავაზებას აგრძელებს. ინფორმაციული სისტემების მართვის პროგრამა DevOps-ი BTU-ში 2020 წელს დაინერგა და თითქმის 4 წლის განმავლობაში უამრავ სპეციალისტს მისცა შესაძლებლობა, ახალი ცოდნა და უნარები შეეძინათ და კარიერულად კიდევ უფრო განვითარებულიყვნენ.
ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps პროგრამა მიზნად ისახავს, მოამზადოს საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროგრამული ინჟინერიის, ავტომატიზაციისა და ოპერაციული სისტემების სიღრმისეული ცოდნის მქონე პროფესიონალი. პროგრამა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც DevOps-ის სპეციალისტები, გარდა ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებისა, პასუხისმგებელი არიან ოპერაციების გაუმჯობესების მიზნით ბიზნესპროცესების ავტომატიზაციაზე, რაც მსოფლიო მასშტაბით წარმოადგენს მზარდ მიმართულებას. DevOps-ის ინჟინრები ქმნიან და მართავენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრუქტურას და უზრუნველყოფენ მომხმარებელთა მხარდაჭერას. კომპანიის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით მათ შეუძლიათ თანამშრომლობა უსაფრთხოების და ექსპლუატაციის ჯგუფებთან, რაც ნებისმიერი ბიზნეს თუ სახელმწიფო ორგანიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა აკრედიტებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ Amazon Web Services მიერ, რაც ადასტურებს მის შესაბამისობას მსოფლიოს უმაღლეს სტანდარტებთან.
სწავლის პროცესში მაგისტრანტებს წვდომა ექნებათ იმ მაღალტექნოლოგიურ ლაბებზე, რომლებიც BTU-ში ფუნქციონირებს. ესენია: Microsoft, Andoid & Ios, Industry 4.0, ბლოკჩეინი, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, მდგრადობა, განახლებადი ენერგიები.
აღნიშნული შესაძლებლობები უკვე გამოიყენეს პროგრამის კურსდამთავრებულებმა, რომლებმაც კარიერულად მათთვის სასურველ შედეგებს მიაღწიეს:
ირინა ინაშვილი, „ს“ ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი: ამჟამად ვსაქმიანობ IT სფეროში, საბაკალავრო პროგრამაც BTU-ში გავიარე. რაც შეეხება DevOps-ის სამაგისტრო პროგრამას, მასზე არჩევანი შევაჩერე იმიტომ, რომ ძალიან აქტუალურია და თანაც BTU-ს გარდა ვერცერთ უნივერსიტეტში ვერ ვნახე მისი ანალოგი. ამასთან, მოვიხიბლე პროგრამის შინაარსითაც, რადგანაც ყველა საჭირო თემას ეხებოდა, თითქმის ყველა საგანი იყო თემასთან მჭიდრო კავშირში და საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ.
ამჟამად „თიბისიში“ ვმუშაობ, ვარ ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი და ამავე მიმართულების ერთ-ერთი ჩაპტერის ხელმძღვანელი. ჩემს პროფესიაში აქტიურად მჭირდება DevOps-ის ცოდნა, რაშიც BTU-ის სამაგისტრო პროგრამა დამეხმარა, ამ მიმართულებით დავხვეწე ჩემი უნარები და დღეს უფრო აქტიურ კოლაბორაციაში ვარ DevOps-ის ინჟინრებთან”.
პავლე ბურჯანაძე „ლიბერთის“ IT აპლიკაციების ადმინისტრატორი: „როდესაც პროგრამას გადავხედე, მოვიხიბლე ლექტორთა ჩამონათვალით, რადგან ყველა პრაქტიკოსი იყო და საშუალება მეძლეოდა, მათ თანამედროვე მიდგომებს გავცნობოდი.
DevOps-ის შესწავლა ბევრი აღმოჩენის გაკეთებაში დამეხმარა, მომცა ახალი გამოცდილება, რასაც ყოველდღიურ საქმიანობაში. მაგალითად, „ქლაუდთან“ არ მქონდა აქამდე შეხება და სხვების გამოცდილების გაზიარებით ბევრი რამ შევიტყვე. IT სფეროთი დაინტერესებულ პირებს აღნიშნული პროგრამის გავლას ვურჩევდი, რადგანაც ამ ეტაპზე ქართულ ენაზე შედარებით მცირე ინფორმაცია მოიძებნება. ასევე, ლექტორებიც დაგეხმარებიან დეტალებში გათვითცნობიერებაში და ამომწურავად გაგცემენ კითხვებზე პასუხს“.
BTU-ს DevOps-ის პროგრამის უპირატესობები:
· თანამშრომლობა წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან;
· პარტნიორობა საერთაშორისო ფონდებთან და აქსელერატორებთან;
· სასწავლო პროგრამაში ინტეგრირებული საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამები;
· გაცვლითი პროგრამები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით.
პროგრამის განმავლობაში თქვენ მიიღებთ მრავალფეროვან ცოდნას შემდეგი მიმართულებებით: AWS, Microservices, Kubernetes, CI/CD, Testing Automation, Agile, Project Management, Ansible, Rancher, Terraform, Linux, DevSecOps, MongoDB, Microsoft, Google.
სამაგისტრო პროგრამის ღირებულება 2950 ლარია. მიღება კი საერთოსამაგისტრო გამოცდების საშუალებით ხდება.
პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულს.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ