ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია 37 წლის გახდა

ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია 37 წლის გახდა. ის 1981 წლის 25 მარტს საქართველოში, სოხუმში დაიბადა.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ანტვერპის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე, ხელმძღვანელობდა Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton-ის გუნდებს. ამჟამად ის არის Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი და VETEMENTS-ის მთავარი დიზაინერი.

მის კოლექციებს როგორც წესი მოდის კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები მოსდევს. დემნა გვასალიას ბრენდის პროდუქცია ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია.

">