დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ე.წ. ციანიდის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გიორგი მამალაძის ადვოკატები ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მიხეილ რამიშვილის თქმით, სასამართლომ პროკურატურის დაკვეთა შეასრულა. მისივე განცხადებით, დაცვის მხარე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს.

„მე მაინც იმედი მქონდა, რომ შეიძლებოდა რამე ცვლილება ყოფილიყო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ 2017 წლის 10 თებერვლიდან ეს უკანონობის საწყისი დაიწყო საგამოძიებო ორგანოებმა, გააგრძელა პირველი ინსტანციის მოსამართლემ, იგივე განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება. არცერთი მოსამართლე არ არის დამოუკიდებელი, ყველა არის დავალების შემსრულებელი, იმიტომ, რომ სირცხვილია, როდესაც მოსამართლეები, ისე, რომ არანაირი სიახლისა და შემადგენლობიდან გამომდინარე არ იაზრებენ, თუ რა გადაწყვეტილებას ღებულობენ, ეს არის ნიშანი იმისი, რომ ჩვენთან აღარ არსებობს მართლმსაჯულება, ერთადერთი იმედი რჩება ევროპის სასამართლო“,-განაცხადა რამიშვილმა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად 7 თებერვალს გავიდა.

გიორგი მამალაძეს საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

/</a></iframe>