დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა

ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ცოტა ხნის წინ ადვოკატმა მოინახულა. გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ადვოკატის თქმით, მას უჭირს მეტყველება და მარჯვენა კიდურებს ვერ ამოძრავებს. მსჯავრდებული დეკანოზის ინტერესების დამცველს ამ დროისთვის არ აქვს ინფორმაცია, როდის შეძლებს მამა გიორგი ღუდუშაურის კლინიკის დატოვებას.

„მარჯვენა მხარის კიდურებს კვლავ ვერ ამოძრავებს და მეტყველებაზე პრობლემა აქვს. მისი გაუმჯობესების პროცესი არ ჩანს. განცხადებაში პირდაპირ ისმის, რომ მას ინსულტი არ აქვს.-ანუ კარგად არის? ამიტომ ვამბობს, რომ მედიკოსთა განცხადებები არ შეესაბამება ლოგიკურ ვითარებას,“-ამბობს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

">