დაზარალებულების განცხადებით, „ცენტრ პოინტთან“ დაკავშირებულ თათბირებს მიმდინარე კვირიდან მათი წარმომადგენელი დაესწრება

კახა კალაძესთან შეხვედრის მოთხოვნით, „ცენტრ პოინტი“ დაზარალებულებმა დედაქალაქის მერიასთან მორიგი აქცია გამართეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ კომპანია m2-თან დაკავშირებით პროცესები შეჩერებულია. მოქალაქეებს თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე შეხვდა, რომელმაც დაზარალებულებს განუმარტა, რომ მერია პროცესში ჩართულია. მათივე განცხადებით, „ცენტრ პოინტთან“ დაკავშირებულ თათბირებს მიმდინარე კვირიდან დაზარალებული მხარის წარმომადგენელი დაესწრება.

„ბატონმა ირაკლიმ გვითხრა, რომ ჩართულები არიან ამ საკითხში, თავდაუზოგავად შრომობენ, მუშაობენ, პირადად ირაკლის აბარია დაზარალებულთა პრობლემები, ორი საკითხი, ერთ-ერთი ვართ ჩვენ, „ცენტრ პოინტ“ ჯგუფის პრობლემა და როგორც თვითონ ახსენა, თავგადაკლული შრომობს და ამის შემდეგ, ამ კვირიდან დაიწყება ჩვენი მხრიდან დასწრება მათ თათბირებზე და შემდეგ პროცესსაც უფრო ნათლად გავიგებთ“,-განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა შორენა მეფარიშვილმა.

 

">