დავით ზალკალიანმა ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი დეკლარაცია შეაფასა

„საქართველო-ნატოს ურთიერთობის ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, როდესაცნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიღებულ იქნა სახელმწიფო მეთაურების დონეზე.ეს არის ძალიან მოცულობითი დოკუმენტი, სადაც საუბარი არის როგორც ნატო-შიინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით, ასევე იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვსალიანსი ინტეგრაციის გზაზე” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავითზალკალიანმა ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი დეკლარაციისა და ბრიუსელისნატო-ს სამიტის ფარგლებში სახელმწიფო მეთაურების დონეზე გამართული შეხვედრისშეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით დოკუმენტში საუბარია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულიმთლიანობის მხარდაჭერაზე და არის მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მისიმხრიდან დაუყონებლივ შესრულდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრივალდებულებები და სამხედრო შენაერთები გაყვანილ იქნან საქართველოს ტერიტორიიდან.

მისი თქმით აღნიშნულ დეკლარაციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა შავი ზღვისუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და ჩამოთვლილია ამ კუთხით პრაქტიკულითანამშრომლობის გზები. „კერძოდ საუბარია, რომ მოხდება შავი ზღვის საჰაერო სივრცისმონიტორინგი, ინფორმაციის გაცვლა, ასევე ნატო-ს საზღვაო სარდლობასა და საქართველოსსაზღვაო სარდლობას შორის თანამშრომლობა, განხორციელდება ხომალდების ვიზიტებიშავი ზღვის საქართველოს ტერიტორიაზე, საუბარია ასევე ერთობლივ  წვრთნებზე და იმაზერომ ნატო-ს საზღვაო ძალები განახორცილებენ საქართველოს საზღვაო სასაზღვრო ძალების წვრთნას.  ყველა ის პრაქტიკული ელემენტი, რაც უკავშირდება შავ ზღვაში თანამშრომლობისსაკითხებს, მიმართულია იქითკენ, რომ  საქართველო გახდეს უფრო დაცული, მისითავდაცვისუნარიანობა იყოს ამაღლებული და მდგრადი და ჩვენი შეიარაღებული ძალებისმზადყოფნა იყოს თავსებადი ნატო-ს შეიარაღებული ძალებთან” – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში ასევე საუბარია საქართველოს ნატო-შიგაწევრიანების პერსპექტივაზე „კიდევ ერთხელ არის დადასტურებული 2008 წლისბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ  საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წვერი, აქასევე არის საუბარი სამოქმედო გეგმის (MAP) როგორც ამ პროცესის შემადგენელ ნაწილზე,მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინა სამიტებისგან განსხვავებით დეტალურად არისსაუბარი იმ პრაქტიკულ მექანიზმებზე, რომლებიც წარმოადგენენ სამოქმედო გეგმასთანერთად ნატო-ში ინტეგრაციის შემადგენელ ნაწილს. ეს არის ნატო-საქართველოს კომისია, ესარის ყოველწლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (NGC, ANP, SNGP). ყველა თანხმდება იმაზე, რომ MAP არის საქართველოს ნატო-ში მიწვევისპოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით დეკლარაციაში პოზიტიურად არის ასევე შეფასებულითავდაცვის მიმართულებით საქართველოს მიერ მთლიანი შიდა პროდუქტის ფარგლებშიგაწეული ხარჯები, რაც ალიანსის წვერ ქვეყნებთან მიმართებაში  ნატო-ს წლევანდელი სამიტისერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია.

ნატო პოზიტიურად აფასებს საქართველოს ძალისხმევას  ამ მიმართულებით დააღნიშნულია, რომ ეს ხარჯები ემსახურება საქართველოს თავდაცვის და შეირაღებულიძალების მდგრადობას და მის თავსებადობას ნატო-სთან” – განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება ნატო-საქართველო-უკრაინის სამმხრივ შეხვედრას სახელმწიფო მეთაურებისდონეზე, მინისტრის განცხადებით ეს შეხვედრა იყო ყოვლისმომცველი და განხილული იქნა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ყველა ძირითადი მიმართულება.

 

 

/</a></iframe>