„მთავრობა უნდა გადადგეს“

ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, იმისთვის, რომ საზოგადოებაში ის ნდობა და მხარდაჭერა აღვადგინოთ, რომელიც თავს დროზე გააჩნდა „ქართულ ოცნებას,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. დეპუტატის თქმით, კრიზისის გახსნის და ზოგადად დაძაბულობის მოხსნის საშუალება მთავრობის გადადგომაა.

„გუშინაც ვამბობდი და დღესაც ვაფიქსირებ, ცვლილებები საჭიროა, განსაკუთრებით, როდესაც გამოქვეყნდა UNICEF-ის კვლევები, იქ არის ძალიან გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ როდესაც ჩვენ შევქმენით კომისია, არ ვენდეთ უმრავლესობას სამწუხაროდ და ვენდეთ ოპოზიციას, რომ ოპოზიცია დაადგენს თურმე ამ ქვეყანაში სიმართლეს და ჩვენ ამის უნარი არ შეგვწევს, პლუს მაგას, როდესაც ჩვენ ეკონომიკას ვერ ვზრდით, ბანკებს მივეცით არანორმალური მოგებების საშუალება და შესაბამისად ბანკები კარნახობენ ხელისუფლებას დღეს, როგორ უნდა მოვიქცეთ, ყველა კანონს, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ, ისინი არღვევენ და გვერდს უვლიან და ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს, მე ვფიქრობ ხალხში გროვდება საკმაოდ დიდი უკმაყოფილება და ყოველთვის გამოსავალი არის, რომ მთავრობა უნდა გადადგეს.

კრიზისის გახსნის და ზოგადად ასეთი დაძაბულობის მოხსნის საშუალება არის, როდესაც მთავრობა გადადგება, იქნება ახალი პროგრამა წარმოდგენილი, თუ ამანაც არ უშველა, შემდეგ პოლიტიკური ცხოვრების სხვა ეტაპები არსებობს და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, იმისთვის, რომ საზოგადოებაში ის ნდობა და მხარდაჭერა აღვადგინოთ, რომელიც თავს დროზე გააჩნდა „ქართულ ოცნებას“,-განაცხადა ჭიჭინაძემ.