დავით ბაქრაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უცხოეთში მყოფი ქართველების კანონიერად, ლეგალურად დასაქმების საკითხი განვიხილოთ

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხს განიხილავს ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან. დავით ბაქრაძე დღეს ბერძენ დეპუტატს, საბერძნეთის პარტია ახალი დემოკრატების ემიგრაციის საკითხებში ჩრდილოვან მინისტრს მილტადის ვარვიოციოტისს შეხვდა.

ქართველების ლეგალურ დასაქმებაზე ესაუბრა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ლიტველ დეპუტატს, ემანუელ ზინგერისს. დავით ბაქრაძის განცხადებით:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უცხოეთში მყოფი ქართველების კანონიერად, ლეგალურად დასაქმების საკითხი განვიხილოთ არამხოლოდ ევროკავშირთან და ევროპარლამენტთან, არამედ ცალკეულ ევროპულ ქვეყნებთანაც. ამ მხრივ ევროსაბჭო არის ნამდვილად უნიკალური ფორმატი, სადაც დღეს გვქონდა დისკუსია რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელ პარლამენტარებთაან და ყველა მათგანის მხრიდან იყო ძალიან პოზიტიური აღქმა და დაპირება იმის, რომ მზად იქნებიან როგორც ევროკავშირის ფორმატში ასევე ორმხრივ ფორმატში ქვეყნებს შორის ურთიერთობაში გაითვალისწინონ ქართველების ლეგალური დასაქმების საკითხი. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს დეპუტატები წარმოადგენდნენ ისეთ ქვეყნებს როგორიც არის მაგალითად: საბერძნეთი და პოლონეთი, 2 ქვეყანა სადაც ძალიან ბევრი ქართველია დღეს არალეგალად, ძალიან ბევრ ქართველს უჭირს და იქ მუშაობს და იქედან არჩენს ოჯახს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ ბრიუსელში არამედ ასე ორმხრივად ქვეყნებთანაც პარლამენტებთანაც ვიმუშაოთ და აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ უცხოეთში მყოფ ქართველებს ექნებათ კანონიერი დასაქმების საშუალება“

/</a></iframe>