დასრულებული ბინები თბილისში

ბინის შეძენა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა ადამიანის ცხოვრებაში. განსხვავებულია კრიტერიუმები, რომლებსაც მომხმარებელი ყურადღებას აქცევს, თუმცა არსებობს რამდენიმე ისეთი ფაქტორი რომელიც ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. მაგალითად, მომხმარებელთა დიდ ნაწილს სურს დასრულებული ბინის შეძენა, რადგან მათი მიზანია, რაც შეიძლება მალე შეძლონ ახალ ბინაში გადასვლა. დასრულებული ბინის ყიდვას ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, ასეთ დროს არ გიწევს ლოდინი და მომხმარებელს საშუალება აქვს ყიდვის მომენტიდან დაიწყოს ზრუნვა სარემონტო თუ სხვა საჭირო სამუშაოებზე. ასევე არ არსებობს რისკი იმისა, რომ ბინის მშენებლობა შეჩერდეს ან გარკვეულ ვადებში ვერ დასრულდეს.

არქის აქვს დასრულებული ბინები თბილისის სხვადასხვა უბანში. კომპანიის საიმიჯო პროექტი „არქი თაუერი“ თბილისის ცენტრალურ ნაწილში, ჭავჭავაძის N37-ში მდებარეობს. ორიგინალური არქიტექტურით გამორჩეული შენობა პრემიუმ კლასის საცხოვრებელია, რომელიც სრულად მორგებულია მაცხოვრებლების კომფორტული ცხოვრებისათვის. არქი თაუერში დაგხვდებათ თანამედროვე დიზაინის ლობი, რომელსაც 24 საათის განმავლობაში კონსიერჟი ემსახურება. ასევე პროექტში განთავსებულია საცურაო აუზი, სპა, სავარჯიშო დარბაზი. შენობის 2 სართულზე კი განთავსებულია სავაჭრო ცენტრი, ჰიპერმარკეტი და მსოფლიოში ცხნობილი ბრენდების მაღაზიები. არქი თაუერში ბინის შეძენა ყველა გემოვნების ადამიანს შეუძლია. პროექტში გათვალისწინებულია როგორც 2-ოთახიანი ბინები, ასევე 3 და 4-ოთახიანი ბინები. არქი თაუერის ბოლო სართულებზე ე.წ. „პენტჰაუსებია“ განთავსებული, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები იშლება თბილისსა და კუს ტბაზე.

არქის დასრულებული პროექტებიდან ასევე აღსანიშნავია არქი წინამძღვრიშვილი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში მდებარეობს. პროექტის გამორჩეული არქიტექტურა მთლიანად მორგებულია უბნის იერსახეს და შესანიშნავად ერწყმის მას.

გარდა ამისა არქის დასრულებულ პროექტებს შეხვდებით ვაკეში (არქი ფალიაშვილი, არქი ბაგები, არქი თაუერი), საბურთალოზე, მთაწმინდაზე, დიღომში, მუხიანსა და ვაზისუბანში. ამ ეტაპისთვის, სულ კომპანიას დასრულებული აქვს 18 პროექტი.

ბინის ყიდვის შემთხვევაში ყველა #არქელს საჩუქრად გადაეცემა არქი ქარდი, რომელიც წარმოადგენს ლოიალობის ბარათს და გულისხმობს ფასდაკლებებს სხვადასხვა წამყვანი ბრენდების მაღაზიებში. არქი ქარდის საშუალებით არქელებს შეუძლიათ შეიძინონ სახლისთვის საჭირო ყველა ნივთი ჩამოთვლილ მაღაზიებში და დაზოგონ თანხა.

[R]