დანელიას აზრით, ბაღებსა და სკოლებში ცხენის ხორცის შეტანა სისხლის სამართლის წესით დასჯადი უნდა გახდეს

დეპუტატი ოთარ დანელია საბავშვო ბაღებში საკვების შემოწმების გამკაცრებას ითხოვს. ინიციატივა მან დღეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დააყენა. კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ბაღებსა და სასწავლო დაწესებულებებში ცხენის ხორცპროდუქტების შეტანა სისხლის სამართლის წესიდასჯადი უნდა გახდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმას, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო თავის კომპეტენციის ნაწილში მაქსიმალურად ატარებს ყველა ღონისძიებას, რაც შეუძლია, საჯარიმო სანქციებით დაწყებული ბიზნესოპერირების შეჩერებით დამთავრებული, მაგრამ ცხადია, რომ ეს არ არის საკმარისი. აუცილებლად უნდა გაიზარდოს საჯარიმო სანქციები და ჩვენ მინისტრს ველოდებით მარტის თვეში და ამასთან დაკავშირებით მასთანაც გვექნება კონსულტაციები და მეორეს მხრივ, მე ვფიქრობ, რომ სოციალური კვების ობიექტებში, სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებების კვების ობიექტებში უაპელაციოდ, რეკვიზიტებისა და წინაპირობების გარეშე პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მივცეთ ყველა ბიზნესოპერატორი, რომელიც ამ ფალსიფიცირებას, ან მავნე საკვებს შეიტანს ობიექტებზე,“- განცხადა დანელიამ.

">