დადგინდა, რომ „როტშილდის ბრინჯაოების“ ავტორი მიქელანჯელოა

ფიცუილიამის მუზეუმის მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ორი ქანდაკების – „როტშილდის ბრინჯაოების“ – ავტორი მიქელანჯელოა. ამის შესახებ ინფორმაციას  The Guardian-ი ავრცელებს.

აღორძინების ეპოქის მხატვრის ავტორობა „ფეხის არამყარი თითებით, პრესის თავისებურებით, გაბერილი თეძოს კუნთებით და დატალღული თმებით“ დადგინდა. ხელოვნებათმცოდნეებმა ყურადღება სწორედ ამ დეტალებს მიაქციეს და ის ოსტატის სხვა ნამუშევრებს შეადარეს.

კლინიკური ანატომიის პროფესორის, პიტერ აბრაჰამსის განცხადებით, ანატომიური სიზუსტე, რაც მიქელანჯელოს ნამუშევრებში გვხვდება, არცერთ სხვა ავტორს არ გააჩნია.

სხვა დეტალებს შორის მნიშვნელოვანია ავტორისთვის სახასიათო ტერფი – მოკლე ცერა და გრძელი საჩვენებელი თითით.

„როტშილდის ბრინჯაოები“ ორი ქანდაკებისგან შემდგარი ნამუშევარია, რომლებზეც გამოსახულია შიშველი კაცები, რომლებიც პანტერას მსგავს ცხოველებზე სხედან.

წყარო: imedinews.ge

">