“Daddy’s Girl” – ბრიტანელი რეჟისორი საქართველოში ფილმს იღებს

“გადაიღე საქართველოში” – პროგრამის ფარგლებში საქართველოში ახალ ფილმზე მუშაობა მიმდინარეობს .”მამიკოს გოგო” (Daddy’s Girl) – ასე ჰქვია მხატვრულ ფილმს, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია “სარკე სტუდია“ მუშაობს.

 

Image result for "გადაიღე საქართველოში"

 

ფილმზე ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი ჟულიან რიჩარდსი (Julian Richards) მუშაობს, რომელსაც ისეთ ცნობილ ფილმებზე აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა: „Pirates“, „Queen Sacrifice“, „Darklands“. გადაღებები ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და ამ პროცესში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ქართველ და უცხოელ მსახიობებთან ერთად  ფილმის ერთ-ერთ მთავარ როლს ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი კოსტას მანდილორი (Costas Mandylor) შეასრულებს.

 

Image result for Costas Mandylor

კოსტას მანდილორი

 

თემატიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის საინტერესო ადგილები შეირჩა. კერძოდ, კოჯრის მიმდებარე ტერიტორია, თბილისის ძველი უბნები და ქალაქის გზატკეცილები.

საქართველო როგორც კინოგადაღების მოედანი, უფრო და უფრო აქტუალური ხდება და უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს.

">