გავრცელდა სირიაში დაბომბილი რუსული თვითმფრინავების ფოტოები

სამხედრო კორესპონდენტი რომან საპონკოვი ავრცელებს სირიაში რუსული ბაზისა და მასზე განლაგებული სამხედრო ტექნიკის ფოტოებს, რომელშიც ჩანს ის დაზიანებები, რომელიც ბაზამ ისლამისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მიიღო. გუშინ, „კომერსანტი“ წერდა, რომ თავდასხმის შედეგად 7 თვითმფრინავი განადგურდა, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

„ტექნიკა დაზიანდა. წინასწარი ინფორმაციით, 6 Су-24, 1 Су-35С, 1 Ан-72, 1 Ан-30 და 1 Ми-8. 2 Су-24-ისა და Су-35С-ის მწყობრში მოყვანა მოხერხდა“, – წერს საპონკოვი.

 

">