ჩხეიძე: მთელი სამთავრობო მანქანა მომართულია იმისთვის, რომ გაამართლონ ლევან ყიფიანი

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე სასამათლოში მივიდა. ჩხეიძე ჩვენებას მოსამართლის თანდასწრებით მისცემს. შენობაში შესვლამდე დეპუტატმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ნატო ჩხეიძე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა,  რომლის თანახმადაც ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბრის ჩანაწერი ავთენტური არ არის, ჩხეიძე აცხადებს, რომ  მთელი სამთავრობო მანქანა მომართულია იმისთვის, რომ გაამართლონ ლევან ყიფიანი.

„მთელი სამთავრობო მანქანა მომართულია იმისთვის, რომ გაამართლონ ლევან ყიფიანი. ეს არც იყო გასაკვირი. ამიტომაც იყო, რომ არ ვენდობოდით საქართველოს პროკურატურას და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს. ისინი იმუშავებენ თავიანთი პროფესიონალიზმისა და მორჩილების შესაბამისად. გავა ხანი, არც თუ ისე დიდი დრო და ლონდონის სასამართლო გადაწყვეტილებით გამოჩნდება ის თუ რა ჩრდილოვანი მმართველობაა საქართველოში“,- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

 

 

">