„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პრემიერმინისტრი, იმ გამოწვევებს გაუმკლავდეს რაც ბოლო პერიოდში კვლევებში გამოჩნდა“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის მნიშნველოვანია, რომ ახალი პრემიერმინისტრი იმ გამოწვევებს გაუმკლავდეს, რაც დღეს ქვეყანას აქვს. უმრავლესობის გაფართოებული სხდომაზე, რომელიც 17:00 საათზეა ჩანიშნული, პრემიერმინისტრის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პრემიერმინისტრი, იყოს ადამიანი, რომელიც იმ გამოწვევებს, რაც ბოლო პერიოდში კვლევებში გამოჩნდა, რაზეც ისაუბრა პრემიერმინისტრმა თავის ბრიფინგზე, გაუმკლავდეს, ჰქონდეს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ შეიძლება ამ ეკონომიკურ გამოწვევებთან დაპირისპირება, თუ როგორ შეიძლება საზოგადოების იმ ჯგუფისა და იმ ფენების საჭიროებათა მოგვარება, იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც აშკარად ჩანს და პარლამენტს აქვს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით იქნება ძალიან აქტიური სამოქმედო გეგმა წარმოდგენილი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩემი მოვალეობა არის, რომ გავაჟღერო გუნდის გადაწყვეტილება, გუნდის გადაწყვეტილება კი დღეს, 17:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი“,-განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

/</a></iframe>