„ჩვენთან დასაქმებული პირები მარგველაშილის ან სააკაშვილის თანამშრომლები კი არ არიან, ისინი ემსახურებიან ხალხს და ქვეყანას“

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი არ ეხებათ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ თანამდებობის პირებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, საპარლამენტო მდივანს და მრჩევლებს. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში განაცხადა.

„ეს ცვლილება არ ეხება ადმინისტრაციაში თანამდებობის პირებს, მაგალითად ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, საპარლამენტო მდივანს, მრჩევლებს და ა.შ. საუბარი იმაზე არ არის, რომ ამ ადამიანებს ვინმე უშვებს. აქ საუბარი არის იმ ათეულობით ადამიანზე, რომლებიც წლებია, მათ შორის სხვადასხვა პრეზიდენტების დროს, მუშაობდნენ საჯარო სამსახურებში, დიდწილად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ესენი არიან კვალიფციური, კომპეტენტური საჯარო მოხელეები, რომლებიც მარგველაშილის ან სააკაშვილის და შევარდნაძის თანამშრომლები კი არ იყვნენ, არამედ ესენი იყვნენ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ ხალხს და ქვეყანას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

წყარო: ipn.ge

">