ჩვენ ვაფრთხილებდით სახელმწიფოს, რომ დადგებოდა ამ საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოთხოვნა – ომბუდსმენი მერაბიშვილის საქმეზე  (რუსთავი 2)

ჩვენ ვაფრთხილებდით სახელმწიფოს, რომ დადგებოდა ამ საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოთხოვნა – აცხადებს სახალხო დამცველი ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით,

ნინო ლომჯარიას განცხადებით, რაც მინისტრთა კომიტეტმა თქვა ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატი იმავეს ამბობდა ჯერ კიდევ გასული წლის ანგარიშში.

ომბუდსმენის თქმით, ახლა საკითხავია პროკურატურა რამდენად იქნება ის უწყება, რომელმაც ეს საკითხი უნდა გამოიძიოს, რადგან სწორედ ყოფილი პროკურორია ერთ-ერთი ის სავარაუდო პირი, ვინც შესაძლოა ციხიდან გაყვანის საქმესთან კავშირში ყოფილიყო.

ევროსაბჭოს კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რაც შეიძლება დროულად გამოიძიოს მთავრობამ ყოფილი პრემიერის ციხიდან გაყვანის ფაქტი, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და დაიწყოს მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა.

წყარო: რუსთავი 2

">