„ჩვენ არასდროს ვყოფილვართ საქართველოს ტერიტორია“

საქართველო ამ დრომდე არ აწერს ხელს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას – ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა გააკეთა. ინფორმაციას რუსული „სპუტნიკი“ ავრცელებს.

„ჩვენ არასდროს ვყოფილვართ საქართველოს ტერიტორია,“- განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ „წარსული არასდროს დაბრუნდება“.

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა ნატოს სამხედრო წვრთნაზეც გააკეთა განცხადება. ხაჯიმბას თქმით, თუ საქართველოში ნატოს წვრთნა მიმდინარეობს, ოკუპირებულ აფხაზეთში რუს სამხედროებთან ერთად იმართება სწავლება.