„ცრუ ჩვენება მაქვს მიცემული ბაჩო ახალაიას, დავით საყვარელიძის, ოლეგ ფაცაციასა და მეგის ქარდავას წინააღმდეგ“

გახმაურებული საქმეების ცრუ მოწმე იმ მაღალჩინოსნების ვინაობას ასახელებს, ვის წინააღმდეგაც მან ცრუ ჩვენებები მისცა. გოდერძი ჯოლოხავას თქმით, მასზე პოლიციის მაღალჩინოსანი ზეწოლას ახორციელებდა. ამასთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყების მოთხოვნით ჯოლოგუამ დღეს პროკურატურას მიმართა.

„მაქვს ცრუ ჩვენება მიცემული ბაჩო ახალაიას, დავით საყვარელიძის, ოლეგ ფაცაციასა და მეგის ქარდავას წინააღმდეგ და ამასთან დაკავშირებით რომ დაიწყოს გამოძიება, ცრუ ჩვენებასთან დაკავშირებით და ზოგადად ამ პოლიციელის უკანონო  ქმედებებთან დაკავშირებით. მემუქრებოდა ეს კონკრეტული პოლიციელი, რომ თუ რაიმე ინფორმაციას გავაჟღერებდი მომიშორებდნენ და გავქრებოდი უგზოუკვლოდ. თანამონაწილე ვინ არის არ ვიცი, მაგრამ აშკარად ვიღაც არის, იმიტომ, რომ სულ მეუბნებოდა, რომ ზემოდან იყო და ზემოდან ვინ იყო და ვინ აძლევდა ამ დავალებას, დღემდე არ ვიცი“,-განაცხადა ჯოლოხავამ.

 

">