ცქიტიშვილი: არც ერთი ჩანაწერი ან კომენტარი არ შეიძლება იყოს ინდულგენცია „ომეგა ჯგუფისთვის“, რომ არ გადაიხადოს გადასახადები

„ომეგა ჯგუფსა“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ ჩანაწერზე ვიცეპრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გამოძიება თაღლითობის ფაქტზე უკვე დაწყებულია, მან ასევე აღნიშნა, რომ არც ერთი ჩანაწერი ან კომენტარი არ შეიძლება იყოს ინდულგენცია „ომეგა ჯგუფისთვის“, რომ არ გადაიხადოს გადასახადები.

„რამდენად ავთენტურია გავრცელებული ჩანაწერები, ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი თუ არა და რა სახის კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე – ამ კითხვებზე პასუხს გასცემს გამოძიება. ჩემი შეფასება არაერთხელ დავაფიქსირე და გავიმეორებ, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ ნებისმიერ მსგავს გარიგებას, ბიზნესზე ზეწოლას და მითუმეტეს, რაიმე სახის ე.წ. შავი სალაროს ან მინისტრებისთვის განკუთვნილი ე.წ. ლიმიტების არსებობას, მაგრამ ამ კითხვებზე ჩემს პასუხზე მეტად გამოძიების პასუხი იქნება საინტერესო“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

/</a></iframe>